ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომა ვაშაძეს დაატოვებინა

სხდომათა დარბაზიდან გაძევებების სერია დაიწყო – ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს მოუწოდა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა დაეტოვებინა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს სხდომა მანდატურის თანამშრომლების საშუალებით დაატოვებინეს.

გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამბობს, რომ ანრი ოხანაშვილის მიზანს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დაპირისპირების დაწყება წარმოადგენდა. დეპუტატის თქმით, ამ ქმედებით “ოცნება” დროს იგებს, რათა რუსული კანონი უფრო მალე დაამტკიცონ.

“არგუმენტირებული, მუხლი, შინაარსობრივი კითხვები ისმევა ოპოზიციის მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვეუბნებოდი, რომ პროცედურა დაეცვა, რომ ყველა ადამიანს ჰქონოდა კითხვის დასმის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ზუსტად ამიტომაა ეს კანონი რუსული, რომ ამ ადამიანებს შინაარსი კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ, უბრალოდ, ივანიშვილის დავალება შეასრულონ და რუსული ამოცანა შეასრულონ. არაფერი არ ხდება და პროვოკაციაზე მიდიან, რომ დეპუტატები გააძევონ. თავიდანვე მათი ამოცანაა დეპუტატები გაძევება სხდომათა დარბაზიდან. ამ ადამიანებს არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ეს კანონი მუხლების თანმიმდევრობითაც კი ერთი ერთში ემთხვევა რუსულ კანონს. პასუხი რომ არ აქვთ, ასე იქცევიან, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა-ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ რუსული კანონი გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ
შემდეგი სტატიასხდომა ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინეს