თინა ბოკუჩავა-ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ რუსული კანონი გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ რუსული კანონი გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ, თუმცა თუ არ გაითვალისწინეს ეს შეგონება მორიგ ჯერზე, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს, იმისთვის რომ გავაჩეროთ აღნიშნული კანონის მიღების პროცესი.“- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რუსულ კანონთან დაკავშირებით

თინა ბოკუჩავას განცხადებით – „ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ რუსული კანონი გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ, თუმცა როგორც მინიმუმ დღეს, როდესაც არის მათი დაორგანიზებული რუსული მარში, სადაც ძალდატანებით მოჰყავთ ადამიანები და უმეტესწილად საჯარო სექტორის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით, რომ არ იყოს ასეთი ვნებათაღელვა, გადაიდოს დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა და აღნიშნულს დავაყენებთ ჩვენ დღის წესრიგში კომიტეტის დაწყებისთანავე.
თუმცა თუ არ გაითვალისწინეს ეს შეგონება მორიგ ჯერზე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს, იმისთვის რომ გავაჩეროთ აღნიშნული კანონის მიღების პროცესი.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიარ დავუშვებთ, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთის გუბერნიაში გაიღვიძონ – ხაზარაძე ბიზნეს სექტორს
შემდეგი სტატიაოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომა ვაშაძეს დაატოვებინა