ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე – წითელ პარასკევს იერუსალიმში აღნიშნავენ

ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე – წითელ პარასკევს აღნიშნავენ იერუსალიმშიც. ქალაქის უძველეს ქუჩაზე ვია დოლოროსაზე სამგლოვიარო მსვლელობა მიმდინარეობს.

ქრისტიანები ზუსტად იმ გზას გადიან, რომელიც სახარების თანახმად იესო ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. მორწმუნეები სიმბოლურად 14 ჯერ ჩერდებიან. ქუჩაზე მონიშნულია ყველა ის ადგილი, სადაც ბიბლიის თანახმად მაცხოვარმა შეისვენა. მსვლელობა აღდგომის ტაძარში სრულდება.

სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობის მისაღებად და აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად წმინდა მიწაზე პილიგრიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან.

banner
წინა სტატიაში“საპროტესტო აქციების გარდა ჩვენ სამართლებრივ გზებსაც მივმართავთ ბოტანიკური ბაღის დასაცავად”
შემდეგი სტატია“მმართველი ძალის რეიტინგი ეცემა საკმაოდ სწრაფად” – კახა გოგოლაშვილი IRI-ის კვლევებს აფასებს