მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საგამოძიებო კომისია დღეს არასრულწლოვნებს დაკითხავს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის შემსწავლელი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს, არასრულწლოვნებს დაკითხავენ.
პროცესი ორი დღე გაგრძელდება, ოთხშაბათს კი უკვე პარლამენტში, გამოსაკითხად ექსპერტებს ელოდებიან.

საგამოძიებო კომისიის წევრები ჯერჯერობით დაკითხვებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

„ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელზეც კომენტარს ჯერჯერობით არ ვაკეთებთ, რადგან შემდეგ ეს ინფორმაცია უნდა იქნას გაანალიზებული და ჩასმული კონტექსტში იმ საქმის მასალებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, რათა შემდეგ დაიდოს დასკვნა, რომელიც შეაფასებს იმას თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და შემდეგ როგორ წარიმართა მოვლენები” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშისტიქია სვანეთში – ჭუბერში მძიმე ტექნიკა გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს
შემდეგი სტატიაგამოძიება ხადას ხეობაში მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს – შსს