სტიქია სვანეთში – ჭუბერში მძიმე ტექნიკა გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს

სვანეთში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. ჭუბერში მძიმე ტექნიკა გაწმენდითთან ერთად აღდგენითი სამუშაოებსაც აწარმოებს. ჭუბერის ცენტრში მიტანილია დროებითი ხიდის კონსტრუქციები – მის დამონტაჟებას რამდენიმე დღე დასჭირდება.
ხიდს თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები ააწყობენ და ის ხეობაში არსებულ სოფლებს ერთმანეთს დააკავშირებს, ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება.
ხელისუფლება გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობისთვის კომპენსაციებისა და საცხოვრებელი სახლების გადაცემის საკითხს გადაწყვეტს. შესაბამისი კონსულტაციები მოსახლეობასთან მას შემდეგ დაიწყება, რაც ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი გახდება.

banner
წინა სტატიაშიზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად დამწვრობის ცენტრში მიმართვიანობამ იმატა
შემდეგი სტატიამკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საგამოძიებო კომისია დღეს არასრულწლოვნებს დაკითხავს