გამოძიება ხადას ხეობაში მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს – შსს

გამოძიება ხადას ხეობაში მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა – ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იკითხება ყველა ის პირი, ვისაც ამ ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. ბავშვის მშობლები, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს, ბავშვის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საგამოძიებო კომისია დღეს არასრულწლოვნებს დაკითხავს
შემდეგი სტატიაგარკვეული გაერთიანებები, შემცირებები იგეგმება – კალაძე მთავრობის ახალ შემადგენლობაზე