მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ მოწმეზე სავარაუდოდ ზეწოლა ხორციელდება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის მხრიდან.

უფლებადამცველებისთვის ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ საჯარო ინტერესის მქონე საქმეზე სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

“სასამართლო პროცესების მიმდინარეობა ცხადყოფს, რომ საგამოძიებო ორგანომ, დაუდგენელი მიზეზით, საქმე სრულყოფილად და ობიექტურად არ გამოიძია -” ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, დროის უმოკლეს ვადაში შეისწავლოს, ვინ და რა სახით ცდილობდა საქმის მთავარ მოწმეზე ზეწოლას.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება – მიხეილ ჯანელიძე გაეროში სიტყვით გამოვა