ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს – შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობამ ჩაატარა.

ორგანიზაციაში იმ საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ, რაც აკადემიის მიერ, ერთ-ერთი ტრენინგის მონაწილეებისთვის სასტუმროს შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერზე გამოვლინდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ტენდერის პირობები მხოლოდ კონკრეტულ სასტუმროზე იყო მორგებული, სხვებს კი არაგონივრულ მოთხოვნებს უყენებდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს სთხოვს – დაიწყოს გამოძიება სავარაუდო, კორუფციული გარიგების გამოვლენის მიზნით.

„როდესაც ტენდერი სავარაუდოდ, მორგებული არის ერთ კონკრეტულ კომპანიაზე მაშინ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს რეაგირება იყოს ამ ყველაფერზე.

ამიტომ ჩვენ შესაბამის სამსახურებს მოვუწოდებთ, რომ ეს საკითხი შეისწავლონ და თუკი დადგინდება სისხლის სამართლის დანაშაული შესაბამისი რეაგირება და ღონისძიებები ჩატარდეს“- აცხადებს ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაშინუ მომკლავ! აღასრულე სამართალი – ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, აქციებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიამკვლელობა ხორავას ქუჩაზე – “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს