მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 35 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„3 155 პაციენტიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან ცხრა პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

„ამჟამად, ჩვენს ცენტრში 22 კოვიდინფიციებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, იყო კრიტიკულად მძიმე და არის გაუმჯობესება, სხვა მონაცემები უცვლელია“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: ვიდრე ადამიანებს თვითონ, ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?
შემდეგი სტატიაGGF და თიბისი ლიზინგი, საქართველოში, ენერგოეფექტური პროექტების ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელმისაწვდომობას აფართოვებენ