მიწისძვრა ინდონეზიაში, ცუნამისგან ასობით ადამიანი დაიღუპა (ფოტო)

ინდონეზიაში, ცუნამის შედეგად 380 ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრამ გამოიწვია. სამმეტრიანი ტალღები სულავესის პროვინციას დაატყდა თავს. ვიდეორგოლში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა, ჩანს წყალი როგორ ფარავს რამდენიმე შენობას და მეჩეთს, რომელიც მიწისძვრის ეპიდცენტრიდან 80 კილომეტრში მდებარეობდა.
სავარაუდოდ, დაშავებულია 600-მდე პირი. დანგრეულია ათასობით შენობა, მათ შორის საავადმყოფოები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები.
მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.

 

 

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი : იმაზე მეტი შეცდომა არ დაუშვია „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიდრე თბილისი გადავწვით 90-იან წლებში
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის ძმა ბიზნესის რეკეტის საქმეში – მორიგი სკანდალური ჩანაწერი და ზეწოლა “ომეგა ჯგუფზე”