მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე – ჭყონდიდის ეპარქია გადავიბარეთ

ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასულ მის ახალ ხელმძღვანელს, მეუფე გრიგოლს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ახლავს თან. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეპარქია გადაიბარეს.

​„ჩვენ ჩამოვედით და ჩამოვიყვანეთ ახალი ეპისკოპოსი. გადავიბარეთ ეპარქია. მეუფე პეტრემ გადააბარა ეპარქია. მეუფე გრიგოლი დარჩება აქ, ჭყონდიდის ეპარქიაში. მეუფე პეტრე წავა მონასტერში. ჯერ არ ვიცით, ველოდებით თბილისიდან პასუხს. პატრიარქის პასუხს. მეუფისგან არის თხოვნა, შეირჩეს რომელიმე მონასტერი, იმ მონასტერში დარჩება ან წავა შიომღვიმეში.

ჩვეულებრივად, გააგრძელებენ მღვდელმსახურებას სხვა პირები, ისე როგორც ადრე მსახურობდნენ. რაც შეეხება იღუმენია თამარს, ეს მისი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა. „31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.

წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, იღუმენია თამარ გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა” – ნინო ბურჯანაძე სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე
შემდეგი სტატიამარია ზახაროვა – პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს