“ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა” – ნინო ბურჯანაძე სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე

“ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა” – განცხადება ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გააკეთა.

“ეს იყო უზარმაზარი დარტყმა, რომელიც მიადგა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ქართველებს, როგორც ერს, თითოეულ ადამიანს და მათ რწმენას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ და პატრიარქმა იპოვოს ძალა, ღირსეულად გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, მაგრამ, რა თქმა უნდა ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშიიღუმენია თამარ გამყრელიძე – სადაც იქნება მეუფე პეტრე, იქ ვიქნები მეც
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე – ჭყონდიდის ეპარქია გადავიბარეთ