“მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ” – კახი კალაძე

მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ – ამ განცხადებას, დედაქალაქის მერი აკეთებს. განცხადება კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

ხაბეიშვილმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა კახა კალაძე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში დაკითხოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძე ყაზტრანსგაზის არაოფიციალური მენეჯერია.

„თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და … ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- ამბობს დედაქალაქის მერი.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება დიდ დიღომში – თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნა
შემდეგი სტატიაიაფფასიანი და მდარე – ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილის განცხადებას აფასებს