აფეთქება დიდ დიღომში – თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნა

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელ კოპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის მიხედვით, ავთანდილის N8-ში მდებარე კორპუსის მეექვსე სართულის ტექნიკური მდგომარეობა წარმოადგენს მესამე ხარისხის დაზიანებას, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი პირველი ხარისხისაა.

„დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსში, მიმდინარე წლის 16 იანვარს, გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის შესასწავლად ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტების მიერ ჩატარებული იქნა შესაბამისი სამუშაოები. სამუშაოების ჩატარების საფუძველზე მომზადებული იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მეექვსე სართულის ტექნიკური მდგომარეობა წარმოადგენს მესამე ხარისხის დაზიანებას, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი პირველი ხარისხისაა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასკვნა და რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებშია გადაგზავნილია.

banner
წინა სტატიაში“კალაძის დღევანდელი განცხადება, სამწუხაროდ, ცდება ჯანსაღი აზრის სტანდარტებს და ადამიანობის ფარგლებს”-ყოფილი მერის პასუხი მოქმედს
შემდეგი სტატია“მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ” – კახი კალაძე