იაფფასიანი და მდარე – ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილის განცხადებას აფასებს

იაფფასიანი და მდარე – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილი უკვე მესამე კრიტიკულ განცხადებას.

ბესელია ამბობს, რომ არასწორია, როცა მოსამართლე პოლიტიზირებულია, ის ამით არალეგიტიმურს ხდის თავის მანდატს და კარგავს სანდოობას. სერგო მეთოფიშვილმა ეკა ბესელია უკვე მესამედ სასამართლოს პოლიტიზირების მცდელობაში დაადანაშაულა.

„ამ პროცესში არ არის ადგილი ისეთი მდარე და იაფფასიანი განცხადებებისთვის, ან ისეთი კომიკური ადრესატებისთვის, როგორიც მეთოფიშვილია. ის არ არის ჩემი საპასუხო, მე არ ვთლი, რომ მას უნდა ველაპარაკო, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იმდენად უკვე არალეგიტიმურია თავის მანდატში და დაკარგა აბსოლუტურად რაიმე ტიპის სანდოობა. მე მგონი, რომ ის თვითონვე პასუხობს თავის თავს და იმასაც პასუხობს ჩვენ რისი შეცვლაც გვინდა. ამიტომ, თუ თქვენ გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ, მე არ ვკითხულობ იმ მდარე ხარისხის გამონათქვამებს, არ ვარ ამით დაკავებული,“-აცხადებს ბესელია.

banner
წინა სტატიაში“მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ” – კახი კალაძე
შემდეგი სტატიაშსს-მ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავა