,,მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს – საქართველოში ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა და ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2018 15:41

,,მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს – საქართველოში ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა და ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის

მნიშვნელოვანი

  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია საქართველოში სრულიად უსაფრთხოა და ყველა სოციალური ფენისთვის უფასოა.

სხვა სტატიები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია საქართველოში სრულიად უსაფრთხოა და ყველა სოციალური ფენისთვის უფასოა.

როგორც იმნაძე აცხადებს, საქართველოში შემოსული ვაქცინები მაღალი ხარისხისაა და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.

„მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს. საქართველოში ვაქცინა არის უფასო არამარტო სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, არამედ ყველასთვის. ეს ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის, რაც კი შეიძლება იყოს მსოფლიოში. აბსოლუტური უმრავლესობა ამ ვაქცინებში არის ის, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებში. ხარისხთან დაკავშირებით რაღაც ინსინუაციები მიუღებელია. საქართველოში დღეს რაც გამოიყენება, ვაქცინების უმეტესობა არის ერთ ან ორდოზიანი დაფასოების. 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ ყოფილა შემთხვევა, რომ აცრის შემდგომ რაიმე ინფექცია დამართნოდა ნებისმიერ აცრილს. არასდროს ქართულ პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს ამ საკითხებზე არ ჰქონიათ ორი სხვადასხვა შეხედულება. მთელი ეს წლები ისე გამოიარა საქართველომ, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოუყენებია ეს საკითხი, რადგან ყველას აქვს შეგნებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში იმუნიზაციის პრობლემები“,- განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, აცრები სავალდებულო ხდება და ეს ჩანაწერი შესაბამის კანონში იქნება ასახული, თუმცა აღნიშნული ვალდებულების დარღვევა რაიმე სანქციას არ გამოიწვს. როგორც იმნაძე აცხადებს, ჯანდაცვის კომიტეტი მუშაობს საკითხზე, რომ აცრების ჩანაწერის ნაწილში გაჩნდეს სიტყვა „სავალდებულო“.

“ის, რაც ახლა პარლამენტში განიხილება, არ მოიცავს არავითარ სანქციას. უბრალოდ, იცვლება ჩანაწერი და ვაქცინაციას დაემატება სიტყვა „ვაქცინაცია“. მეტზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. საუბარია ბავშვთა გეგმიურ აცრებზე. ჩატარდა კვლევები, რომლის მიხედვითაც, ბევრი მშობელი ექიმთან საუბრისას ამბობს, ეს რომ სავალდებულო იყოს, ხომ იქნებოდა ეს ჩანაწერიო. ამიტომ დაიწყო ჯანდაცვის კომიტეტმა ამ საკითხზე მუშაობა და ჩანაწერის შეცვლა”,- აღნიშნა იმნაძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2018 15:41

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


8,148
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics