სარალიძის შვილის მკვლელობა ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზნით გამოიყენა

ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობა ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზნით გამოიყენა და ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან გაუშვა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ისედაც აღარ უნდოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამადაშვილი გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას და განაცხადა, რომ როცა ზაზა სარალიძე სტრასბურგის სასამართლოს მიადგება, მისთვის კომისიის დასკვნა ძალიან ძვირფასი დოკუმენტი იქნება.

„ვინ გამოიყენა ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობა პოლიტიკური მიზნით? – თქვენ გამოიყენეთ. როცა ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ისარგებლეთ შემთხვევით და ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან გაუშვა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ისედაც დიდი ხანი აღარ უნდოდა. თუმცა, ადგილზე დატოვა თეა წულუკიანი, რომელიც შემოქმედია იმ სისტემის, რაზეც თქვენი ხელისუფლება დგას. ეს სისტემა კი ეყრდნობა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ალტერნატიული აზრის დევნას და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობთ ამ ქვეყანაში ხელისუფლების შენარჩუნებას. რაც შეეხება საქმეს, ზაზა სარალიძე თავის სიმართლეს საბოლოოდ იპოვის. ჩვენი მოქალაქეები დაცული არიან ევროპის და ევროპული სასამართლოს მიერ. თქვენ ვერ შეუშლით ხელს ზაზა სარალიძეს მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და თავისი სიმართლე საბოლოოდ იქ იპოვოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს – საქართველოში ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა და ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის
შემდეგი სტატია,,მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს”