მილიონები ქათმის საყიდლად – რა რა ღირს ვენესუელაში (ფოტო)

ვენესუელას მთავრობამ ორშაბათს ძლიერ ეკონომიკურ კრიზისთან საბრძოლველად ახალი ზომები მიიღო. ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ამოცანა ჰიპერინფლაციასთან ბრძოლაა, რომელიც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წლის დადასრულს 1 მილიონ პროცენტს მიაღწევს. ამიტომ ვენესუელას ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის, ბოლივარის მოდერნიზაცია და ე.წ. სუვერენული ბოლივარის მიმოქცევაში გაშვება გადაწყვიტა. ერთი სუვერენული ბოლივარი 100 ათას “ძველ” ვენესუელურ ბოლივარს უდრის, ამდაგვარად, ბოლივარის ოფიციალური კურსი 96%-ით მცირდება.
პრეზიდენტ მარუდოს ახალმა გადაწყვეტილებამ მოქალაქეებში დამატებითი განგაში გააჩინა. ადგილობრივი მედია წერს, რომ კარაკასის მაღაზიებში რიგები ჩვეულებრივზე გრძელი გახდა. ფოტოკოლაჟში, რომელიც ბრიტანულმა “ბიბისიმ” გამოაქვეყნა, ნაჩვენებია თუ რა უჯდებათ ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვა ვენესუელელებს.

 

banner
წინა სტატიაშიMicrosoft-მა რუსი ჰაკერების ახალი თავდასხმა გამოავლინა
შემდეგი სტატიაევროსასამართლოში სარჩელის მიზანია, დამნაშავე პირების გარდა, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში რუსეთის პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს-ქეთევან ციხელაშვილი