Microsoft-მა რუსი ჰაკერების ახალი თავდასხმა გამოავლინა

ჰაკერების ჯგუფმა, რომლებიც რუსეთის მთავრობასთან არიან დაკავშირებული, ყალბი გვერდების ქსელები შექმნეს, მათ შორის, ამერიკის სენატთან დაკავშირებული – Microsoft-მა განაცხადა. ამჯერად კიბერშეტევის მიზანი კონსერვატიული ორგანიზაციები გახდნენ – ჰადსონისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტები. შეტევა დაფიქსირდა აშშ-ს კონგრესში შუალედური არჩევნებისას.
სულ “მაიკროსოფტმა” ექვსი ფიშინგ-საიტი გამოავლინა senate.group, adfs-senate.services, adfs-senate.email და სხვები – Washington Post-ი წერს.ვირუსების დახმარებით ხაკერები მათთვის საინტერესო პოლიტიკოსების სამუშაო ფოსტის ინტერფეისის შეცვლას გეგმავდნენ. ლეგიტიმურ სერვერთან ერთად კიბერშეტევის შედეგად პაროლები მოსკოვში გაიგზავნებოდა. ამასთანავე, გამოყენებული იქნებოდა “გვირაბების” ქსელი – კომპანიაში აცხადებენ. “მაიკროსოფტი” ასახელებს ჰაკერების ჯგუფს, რომლებმაც განახორციელეს კიბერშეტევა. ეს არის APT 28, ანუ “целевая кибератака №28”, რომელიც, ასევე ცნობილია როგორც Fancy Bear, Sofacy და Pawn Storm.
Microsoft-ი თვლის, რომ კიბერთაღლითები რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან კავშირში, კერძოდ კი რუსეთის გენშტაბის მთავარ სამმართველოსთან – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველი გერმანიაში გაადეპორტა
შემდეგი სტატიამილიონები ქათმის საყიდლად – რა რა ღირს ვენესუელაში (ფოტო)