,,მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საუბარი, რომ ერთ თვეში ან უფრო ადრე მთავრობის რადიკალური ცვლილება მოხდება, არასწორია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ერთ თვეში ან უფრო ადრე მთავრობის რადიკალური ცვლილება მოხდება, არასწორია.

სერგი კაპანაძე საკითხზე საუბრისას ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

„მთავარი ამოცანაა, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნება“ დამარცხდეს და გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს. ამის შემდეგ ოპოზიციის სტრატეგია უნდა იყოს, რომ ჯერ საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალოს და ამის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. შეიძლება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც იყოს და ეს 2020 წელსაც მოხდეს. არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი ესაა. „ქართულ ოცნებას“ მზარდი ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს, რაც არჩევნებმა აჩვენა და საუბარი იმაზე, რომ ერთ თვეში ან უფრო ადრე მთავრობის რადიკალური ცვლილება მოხდება, არასწორია. ერთადერთი სწორი გზა ესაა”, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურაში „საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,ყალბი პირადობების საქმის გამოძიება, უპირველესად არასამთავრობოების ინტერესში უნდა შედიოდეს”