,,ყალბი პირადობების საქმის გამოძიება, უპირველესად არასამთავრობოების ინტერესში უნდა შედიოდეს”

გამოვრიცხავ უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებას ,გამოძიება დაწყებულია ,რომლის წარმატებით დასრულება უნდა იყოს არასამთავრობოების ინტერესში-ამის შესახებ, საქართველოს ვიცე-პრეიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ყალბი პირადობების დამზადებასთან დაკავშირებით,ჟურნალისტების კითხვაზე,მინისტრმა განაცხადა, რომ უმრავლესობისთვის პრიორიტეტულია,არჩევნების მეორე ტური მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.

ცქიტიშილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში , ყველა არჩევნები გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდა.

„ჩვენს მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები შეფასებული იყო ,როგორც ღია და გამჭვირვალე. გასაკვირია,როცა არასამთავრობოები უარს აცხადებენ იმ ინფორმაციის დასახელებაზე,რომელიც გამოავლენს ,ამ ფაქტის არსებობის შემთხვევაში ,დამნაშავეს.“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

banner
წინა სტატიაში,,მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საუბარი, რომ ერთ თვეში ან უფრო ადრე მთავრობის რადიკალური ცვლილება მოხდება, არასწორია”
შემდეგი სტატიაწვიმის გამო, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა