მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე ავტობუსებისკენ ფეხით მიემართება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2017 21:45

მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე ავტობუსებისკენ ფეხით მიემართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რადას დეპუტატებთან და მხარდამჭერებთან ერთად შეგინის გამშვები პუნქტი გადაკვეთა და უკრაინის მხარეს გადავიდა. ის მხარდამჭერებთან ერთად ახლა ავტობუსებამდე გზას ფეხით გადის.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს გზად გაჩერებაც უწევს ხოლმე, რათა მოქალაქეებთან გასაუბრება და ფოტოს გადაღება შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მხრიდან, შეგინის გამშვებ პუნქტზე, მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, მივიდნენ მიხეილ სააკაშვილამდე და ის უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ კორდონის გარღვევამდე, მესაზღვრეები მიხეილ სააკაშვილსა და რადას დეპუტატებს უცხადებდნენ, რომ საზღვარზე გადასვლა არ შეიძლებოდა, რადგან ტერიტორია დანაღმული იყო და ადგილზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2017 21:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics