video სააკაშვილი: “ბიჭებო! არ დაემორჩილოთ ამ ქონიან, კორუმპირებულ გენერლებს!”

გენერალ-მაიორს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის რადის დეპუტატებს აცნობა, რომ სასაზღვრო პუნქტი დანაღმულია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა “ქონიანი გენერალი” უწოდა და კორდონში მდგარ მესაზღვრეებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ მის ბრძანებებს.

“არავითარი ღირსება თქვენ არ გაქვთ, რადგან ბარიგებს ვინც ემორჩილება, არანაირი ღირსება არა აქვს. ჩვენ ჩამოგართმევთ თქვენ მანქანებს, ჩამოგართმევთ აგარაკებს და ყველაფერს აი, ამ ბიჭებს დავურიგებთ! ბიჭებო! არ დაემორჩილოთ ამ ქონიან გენერლებს, პოროშენკო ხვალ არ იქნება პრეზიდენტი, ისინი თქვენს ხარჯზე მდიდრდებიან და სუქდებიან. თქვენ იბრძვით, ესენი კი ფულს გამოიმუშავებენ”, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ცოცხალ ჯაჭვში მდგარ მესაზღვრეებს.

მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე დეპუტატი ისევ შეგინის ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან. უკრაინის ტერიტორიას მათ დაახლოებით 200 მეტრი აშორებთ. უკრაინის მხარეს შეკრებილი არიან სააკაშვილის მხარდამჭერები, რამდენიმე წუთის წინ კი სამართალდამცველთა დამატებითი ძალები მივიდნენ.

შეგინის პუნქტის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ეგოროვმა განაცხადა, რომ ადგილზე მოსული არიან მესანგრეები, რომლებიც სავარაუდოდ, დანაღმული ტერიტორიის შემოწმებას დაიწყებენ და ამ პროცედურას დაახლოებით სამი საათი დასჭირდება, რის შემდეგაც დეპუტატებსა და იმ პირებს, ვისაც უკრაინაში შესვლის კანონიერი უფლება აქვთ, ქვეყანაში უპრობლემოდ შეუშვებენ.

 

 

https://youtu.be/VIzZFbyYgXk

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) სააკაშვილის მხარდამჭერებმა საზღვარი გაარღვიეს და ის უკრაინაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე ავტობუსებისკენ ფეხით მიემართება