მიანმარში საპროტესტო აქციების 82 მონაწილე მოკლეს

მიანმარში უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების 82 მონაწილე მოკლეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

შეტაკება ქალაქ ბაგოში მოხდა. დასახლებული პუნქტი ქვეყნის მთავარი ქალაქის, იანგონის მახლობლად მდებარეობს. ინფორმაცია პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციამ გაავრცელა.

ადგილობრივების ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დასაშლელად სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები გამოიყენეს.

1-ელ თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარში სამხედროებმა საპროტესტო აქციების 600-ზე მეტი მონაწილე მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – ახლა დრო არ არის, უკრაინაში ელჩი არ გვყავდეს
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება – საქართველოს ელჩის კიევში დაბრუნების გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული