ზალკალიანი – ახლა დრო არ არის, უკრაინაში ელჩი არ გვყავდეს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ახლა იმის დრო არ არის, რომ საქართველოს უკრაინაში ელჩი არ ჰყავდეს. მინისტრის ცნობით, ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.

“ახლა იმის დრო არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო ასე იძაბება სიტუაცია, ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე, ამიტომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს. ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ”. – თქვა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 1 026 პირი აიცრა
შემდეგი სტატიამიანმარში საპროტესტო აქციების 82 მონაწილე მოკლეს