მეუფე სტეფანემ არქიმანდიტრი ათინოგენი მდივანი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა (ვიდეო)

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიიდან კიდევ ოთხი მამაო განკვეთა. მათ შორის არიან ის მღვდელმთავრები, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პროტესტს. ისინი ასევე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიმართ წაყენებული ბრალის დამტკიცებასა და პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდებებზე სინოდის განხილვას ითხოვდნენ.

სანამ მეუფე სტეფანე ბრძანებას გასცემდა მან რჯულის კანონის ის მუხლები წაიკითხა, რომლითაც იხელმძღვანელა და თქვა, რომ განკვეთილებმა დაარღვიეს რჯულის კანონის ყველა მუხლი, რის გამოც მეუფე სტეფანემ განკვეთის გადაწყვეტილება მიიღო.

მეუფე სტეფანემ განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა და თქვა, რომ მათ უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი ერისა და ბერის წინაშე მოინანიებენ.

ამას გარდა, განკვეთილთა სიაში არის არქიმანდრიტი ათინოგენე, რომელიც მის წოდებას ვეღარ დაიბრუნებს.

ბრძანება N 6 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება , მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი. ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმიქმედებუს უფლებების დაბრუნებისა.ხოლო რაც შეეხება მონაზონი ათინოგენს მისთვის მღვედმიქმედებუს დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე – ვკითხულობთ ბრძანებაში.

 

 

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმტკიცედ გვაქვს განზრახული NATO-ს სრულფასოვანი წევრობა – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიანინო ლომჯარიაშსს-ს მოუწოდებს არ გამოიყენოს ძალა – ვითარება ნამოხვანთან