ნინო ლომჯარიაშსს-ს მოუწოდებს არ გამოიყენოს ძალა – ვითარება ნამოხვანთან

სახალხო დამცველი ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს, რომ არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებაში, არ გამოიყენოს ძალა და დაასაბუთოს საჭიროება ადგილზე, სპეცრაზმის მობილიზების.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-ს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია, იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლად უფლებებში ჩარევა ხდებოდა. სახალხო დამცველის თქმით, შეკრების თავისუფლებაში ჩარევად უნდა შეფასდეს იმ პირების დაჯარიმება, რომელთა შეკრების და ადგილზე დარჩენის მიზანს აქციასთან შეერთება წარმოადგენდა, თუმცა სასურველ ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოხერხდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული აღნიშნული ქმნის ეჭვებს, პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვის მოქალაქეთა პროტესტის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ, რაც მიუღებელია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსესუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან.
საქართველოს მთავრობას, კონსესუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება

სოლიდარობა ნამოხვანის მცველებს ! არა ჰესომანიას! – ამ სახელწოდებით დღეს, 5:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაანონსდა.

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანემ არქიმანდიტრი ათინოგენი მდივანი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა (ვიდეო)
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი არქიმანდიტრ ათინოგენი მდივანის პირველი კომენტარი (ვიდეო)