მეუფე სტეფანე სალხინოს ტაძარში არ შეუშვეს (ვიდეო)

ხმაურია ამ წუთებში მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც რამნდენიმე წუთის წინ ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მივიდა. მას ტაძარი დაკეტილი დახვდა. ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, ბერებბმა და მრევლმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტაძარში არ შეუშვეს. სასულიერო პირებმა ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს აღდგომის დღესასწაულს არ ჩაატარებინებენ. მას აღსარების გამცემი და დაუბანელი უწოდეს.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვას მანამდე არ ჩააატრებინებენ სანამ სიმართლეს არ იტყვის და არ დაამტკიცებს ბრალდებებს. ისინი ეპარქიული კრების ჩატარებას ითხოვენ.

დაპირისპირებას მეუფე სტეფანემ და მისმა თანმხლებმა პირებმა ტრადიციულად უპასუხეს და გალობა დაიწყეს.

ჟურნალისტის, აკო ქიქავას ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

https://youtu.be/RojoudBkuyI

https://youtu.be/JpHeHlW0ork

https://youtu.be/UGbSLVEGBZQ

https://youtu.be/ZtimxmYYXh8

https://youtu.be/vqu0kdqHMRo

 

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ორბიტული სადგურის მშენებლობა დაიწყო
შემდეგი სტატიაშარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა