რუსეთმა ორბიტული სადგურის მშენებლობა დაიწყო

რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია “როსკოსმოსმა” საკუთარი ორბიტული სადგურის პირველი მოდულის მშენებლობა დაიწყო.

“რუსეთის ორბიტული სამსახურეობრივი სადგურის საბაზო მოდული უკვე მუშაობის პროცესშია. სარაკეტო-კოსმოსურმა კორპორაცია, “ენერგია” მისი მომზადება და სამიზნე ორბიტაზე გაშვების მზაობა 2025 წლამდე დაისახა ამოცანად” – 20 აპრილს “როსკოსმოსის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა სოციალურ ქსელში დაწერა.

გამოქვეყნებულ ვიდეოზე ნაჩვენებია სამეცნიერო-ენერგეტიკული მოდულის ნიმუში. ადრე მისი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაშვება 2024 წლისთვის იყო დაგეგმილი. ამავე პერიოდში რუსეთის გეგმაა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ტექნიკური კვლევების ჩატარება და 2025 წლისთვის პროექტიდან გასვლა.

12 აპრილს კოსმოსის შესახებ სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა, ეს ვარიანტი განიხილეს. ადრე “ენერგიაშიც” განაცხადეს, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შენახვის ხარჯების გაზრდა ეროვნული კოსმოსური სადგურის შექმნას უფრო მიზანშეწონილს ხდის.

banner
წინა სტატიაში“იიი, ვახშამზე იყავით” რაღა უბედურებაა? ვიყავი, დიახ!
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე სალხინოს ტაძარში არ შეუშვეს (ვიდეო)