მეუფე სტეფანე – გადავწყვიტე, რომ ვამხილო ანდრია სარია (ვიდეო)

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა, რომ მზადაა ამხილოს ანდრია სარია.

“ერთი რამეა, მათ ყავთ ერთი ცრუკანონისტი სარია და ბევრს ატყუებს თავისი ცრუ კანონისტობით. მე ერთი კვირაში ვეცდები მისი ცრუკანონიკობა ვამხილო. ბევრ ისეთ საკითხებს მიგვითითებს სჯულის კანონში, რაც ეწინააღმდეგება მას, ამით ტყუვდებიან ის ადამიანები, რომელთაც არა აქვთ შესაბამისი განათლება, რომ კარგად გაერკვნენ, კივიან და წივიან, ასეთები არიან დანიელი, ათიოგენე. ნუ ამათ ვერ მოთხოვ კანონისტობას, ხო დაინახეთ სარწმუნოებაც არა აქვთ, როცა ეკითხები, რომ ადამიანი შეიძლება ლოცვით გადარჩეს, მათ ამისი არ სჯერათ. ხოდა რაზე უნდა ელაპარაკო, ამიტომ მათთან არა მაქვს საქმე, ისინი არიან მსხვერპლი. მთავარი არის ის ვითომ ვისაც გონია თავი განათლებული და ამ საწყალ პეტრესაც აგდებს თავის ცრუ კანონიკურ მორევში, იმას გონია რომ რახან ეს ამას ამბობბს, ეს მართალია და სინამდვილეში არის ძალიან მატყუარა. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვამხილო ეს სარია. ” – აცხადებს მეუფე სტეფანე.

https://youtu.be/iEeMIZbWCTQ

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის
შემდეგი სტატიაკახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა