თბილისის მერს, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.
აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ
მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი- იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია.
დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია.
კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.