ილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა მეორედ მოსვლის შესახებ.

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად.

განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით.

ღმერთი არ დაგვტოვებს, ძალას მოგვცემს. ფსალმუნი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით ” – აცხადებს პატრიარქი.

banner
წინა სტატიაშიკაპანაძე მოლაპარაკებებზე – რა თქმა უნდა, მთავარ საკითხებს არ უნდა ავცდეთ
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე – გადავწყვიტე, რომ ვამხილო ანდრია სარია (ვიდეო)