მეუფე პეტრემ ეპარქია მეუფე გრიგოლს გადააბარა

მეუფე პეტრემ ეპარქია მეუფე გრიგოლს გადააბარა. ამ წუთებში მარტვილში  სასულიერო პირები მედიის წარმომადგენლებთან კომენტარებს აკეთებენ.

მეუფე პეტრე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ გიორგი გახარია საკითხზე კომენტირებისას უფრო მეტად წინდახედული უნდა ყოფილიყო.

“ეს იყო წინასაარჩევნო განცხადება, წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა პრემიერმა და ვისურვებდი, რომ წინდახედული ყოფილიყო ,რომ გავიდეს დრო და არ  შერცხვეს, ისე როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს,როდესაც ამბობდნენ რომ იგეგმებოდა ციანიდის საქმე და დღემდე შერცხვენილები არიან”-განაცხადა მეუფე პეტრემ

როგორც “თაიმერის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მეუფე პეტრემ ეკლესიაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ჟურნალისტი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დანიშნული მეუფე გრიგოლის ბიოგრაფიას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო გაერთიანდება