მეუფე გერასიმემ წირვის დასასრულს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა მრევლს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ წირვის დასასრულს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა მრევლს.

„როგორ წარმოუდგენიათ, პატრიარქმა ან სხვა სასულიერო პირებმა ცარიელ ტაძარში აღავლინონ წირვა-ლოცვა. უჩვეულო დღე გაგვითენდა. მოგეხსენებათ, გუშინ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ჩვენც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი ეკლესიის წევრები, ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის, ამ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების, მათი ჯანმრთელობის, მათი კეთილდღეობისათვის ის რეკომენდაციები, რომელსაც სახელმწიფო აჟღერებს, რითაც ის თითოეული ჩვენთგანისათვის ზრუნავს”-განაცხადა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიის და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ.

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში მრევლი დისტანცირებას იცავდა, ხატები იწმინდებოდა სპეციალური ნივთიერებით

 

banner
წინა სტატიაშიიტალიაში „კოვიდ-19“-ით 30 სასულიერო პირი დაიღუპა
შემდეგი სტატია,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე პრემიერ გიორგი გახარიას მიმართავს