იტალიაში „კოვიდ-19“-ით 30 სასულიერო პირი დაიღუპა

იტალიაში „კოვიდ-19“-ით 30 სასულიერო პირი დაიღუპა. ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს. 16 სასულიერო პირი ბერგამოში გარდაიცვალა, 15 ჰოსპიტალიზებულია. ხუთი სასულიერო პირი გარდაიცვალა პარმაში. იტალიური მედიის ინფორმაციით, პარმაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 54 წლისაა.

ახალი კორონავირუსით იტალიაში ბოლო 24 საათში თითქმის 800 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 4 825 ადმიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულია 53 578.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი:დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!!
შემდეგი სტატიამეუფე გერასიმემ წირვის დასასრულს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა მრევლს