,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე პრემიერ გიორგი გახარიას მიმართავს

,,სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილს საარსებო შემწეობა მიმდინარე წლის მარტშიც შეუჩერდა. გაფრთხილების გარეშე, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ესაა დიდი უპასუხისმგებლობა და მავნებლობა. როცა იცი, რომ ადამიანების ერთადერთი საარსებო წყარო ეს 30 – 60 ლარია, ამ კრიზისულ სიტუაციაში უგუნურებაა დახმარების შეჩერება. არ შეიძლება ამ ოჯახების გაწირვა შიმშილისთვის. მოვითხოვთ ყველას აღუდგეს საარსებო შემწეობა. მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ გიორგი გახარიას, რომ დაავალოს ჯანდაცვის მინისტრს ოპერატიულად უზრუნველყოს მოთხოვნის შესრულება” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

უკვე გაკეთდა ონლაინ პეტიციაც, რომელსაც ხელს აწერენ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირები და უახლოეს საათებში გადაეგზავნება მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გერასიმემ წირვის დასასრულს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა მრევლს
შემდეგი სტატიაილია მეორე: თქვენ გეუბნებიან, რომ შორიშორს დადექითო, ეს არის საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა, მთავარია, ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთულ გზაზე