მეუფე დიმიტრი უარყოფს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გერმანიაში ჩასვლა თავად სთხოვა

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გერმანიაში ჩასვლა თავად სთხოვა.

”ეს არასწორი ინფორმაციაა. მე არ დამირეკავს მისთვის. ჩვენ გვქონდა წერილობითი ურთიერთობა, სადაც ის ითხოვდა, რომ მიმეცა მისთვის გერმანიაში ჩამოსვლის ნება. მე თანხმობა მივეცი და შემდეგ გამოვუგზავნე კლინიკის და სასტუმროს მისამართი, სადაც ვიყავი გაჩერებული. მისამართი გამოვუგზავნე არა მარტო მას, არამედ კიდევ 7 მღვდელმთავარს და 15-მდე სასულიერო და საერო ადამიანს, რომელთაც ბერლინში ჩამოსვლა სურდათ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

რაც შეეხება დღეს დაგეგმილ სასამართლო პროცესს, რომელზეც დეკანოზის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, მიტროპოლიტი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

”დაველოდოთ სასამართლოს განაჩენს და მერე მოგახსენებთ პოზიციას”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ეუბნება, რომ გერმანიაში, პატრიარქის ოპერაციაზე დასასწრებად ჩასვლასთან დაკავშირებით მას მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დაურეკა.

banner
წინა სტატიაშითურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად რჩება – ფედერიკა მოგერინი
შემდეგი სტატიაშსს აჭარასა და კახეთში ხანძართან დაკავშირებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს