შსს აჭარასა და კახეთში ხანძართან დაკავშირებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში, სადაც შსს-ს ასობით თანამშრომელია მობილიზებული.

„ადგილზე ცეცხლის დაქრობით სამუშოებს აწარმოებს 3 ერთეული საჰაერო ტექნიკაც. თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში, ამ ეტაპზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, ცოცხალი ძალა ახორციელებს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება, ასევე, შილდის ტყეში, სადაც შსს-ს მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახდენენ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე დიმიტრი უარყოფს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გერმანიაში ჩასვლა თავად სთხოვა
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი – დღის ბოლომდე კახეთში და თუშეთის ყველა ლოკაციაზე სიტუაციის გაუმჯობესებას ველოდებით