მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის აპრილის ბოლოს გაიხსნება

თბილისში, მეტროსადგური „გურამიშვილი“ 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გახსნის თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა.

მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიასუს-ი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული გიორგი ზარანდიას გათავისუფლების საკითხზე მუშაობს