სუს-ი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული გიორგი ზარანდიას გათავისუფლების საკითხზე მუშაობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ზარადნიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.
13 მარტს ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ზუგდიდის მკვიდრი გიორგი ზარანდია დააკავეს. ზარანდიას მიმართ ე.წ. პროკურატურაში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის აპრილის ბოლოს გაიხსნება
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატების ქულები გამოქვეყნდა