მეთაურს, რომელმაც ბუჩაში სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, პუტინმა “გმირობისთვის” პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შემდეგ, რუსი მეთაური დააწინაურეს. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების 64-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის მეთაურს, აზატბეკ ომურბეკოვს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბუჩას მცხოვრებთა სასტიკ მკვლელობებში, პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

“სამი კვირის განმავლობაში პოლკოვნიკ ომურბეკოვის მეთაურობით, ბრიგადის ნაწილებმა ფრონტის ხაზზე მოიგერიეს 50-ზე მეტი მტრის შეტევა ტანკების, საბრძოლო მანქანებისა და მძიმე არტილერიის გამოყენებით”, – ამბობენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში.

ომურბეკოვი, რომელიც, სავარაუდოდ, 40 წლისაა, 2014 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ღირსების მედლით დააჯილდოვა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუს მეთაურს ბრალი ედება უკრაინაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის გაუპატიურების, ძარცვისა და მკვლელობის ორგანიზებაში.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტების მორიგი თავდასხმა ოდესაზე – აგრესორების სამიზნე კვლავ დასახლებული პუნქტები გახდა
შემდეგი სტატიაევროპა რუსული გაზის გარეშე ერთი კვირაც ვერ გაძლებს – მედვედევი