ევროპა რუსული გაზის გარეშე ერთი კვირაც ვერ გაძლებს – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპა რუსული გაზის გარეშე ერთი კვირაც ვერ გაძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.

იგი მსგავსი ირონიით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ ევროკომისია თანახმაა ევროპულმა ქვეყნებმა რუსული გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ.

„ევროკომისიამ დაუშვა გაზის გადახდა რუბლებში და თვლის, რომ ევროპულ ბიზნესს კვლავ შეუძლია გამოიყენოს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების თანმიმდევრულობას და მთლიანობას… მით უმეტეს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი მონაცემებით, ევროპა ჩვენი გაზის გარეშე ექვს თვეზე მეტსაც ვერ გაძლებს. მაგრამ, სერიოზულად, ერთი კვირასაც ვერ გაძლებენ“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიმეთაურს, რომელმაც ბუჩაში სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, პუტინმა “გმირობისთვის” პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა უკრაინიდან გატაცებული 27 ობოლი ბავშვი რუს ოჯახებზე გააშვილეს – დენისოვა