მერკელმა უეფას ლონდონის საფინალო მატჩთან დაკავშირებით პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უეფას მოუწოდა საფეხბურთო ტურნირ ევრო-2020-ის ფინალს, რომელიც ლონდონში ჩატარდება, პასუხისმგებლობით მოეკიდოს ინგლისში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო – Reuters-ი წერს.

“იმედი მაქვს უეფა პასუხისმგებლობით მოეკიდება ევროს მატჩებს. არ ვისურვებდი გადაჭედილი სტადიონების ნახვას და მხარს ვუჭერ ყველა იმ ძალისხმევას, რასაც ბრიტანეთის მთავრობა ჰიგიენის ზომების უზრუნველსაყოფად მიიღებს” – მერკელმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომელიც ევროპის კომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლეიენთან ერთად ჩაატარა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი კოვიდ-19-ის “დელტა” ვარიანტის გავრცელების გამო შეშფოთებულია.

ორშაბათს იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა კოვიდ-19-ის გამო მატჩის ინგლისიდან სხვა ადგილას გადატანის მოწოდება გააკეთა, მაგრამ ევროპის ფეხბურთის ხელმძღვანელმა ორგანომ უეფამ განაცხადა, რომ ნახევარფინალისთვის “უემბლის” სტადიონის შეცვლას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი მდინარაძის განცხადებაზე: ეს ინტელექტუალები დიდი ხანია, Сам Дурак-ის პრინციპით მოქმედებენ
შემდეგი სტატიაინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტის ანალიზების ფაილს “დამპალი” დაარქვა