კანდელაკი მდინარაძის განცხადებაზე: ეს ინტელექტუალები დიდი ხანია, Сам Дурак-ის პრინციპით მოქმედებენ

“ევროპული საქართველოს” მდივანი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, გიორგი კანდელაკი ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

“ბატონი მდინარაძე და სხვა ვარსკვლავები, ინტელექტუალები ქართული ოცნებისა, უკვე დიდი ხანია, Сам Дурак-ის პრინციპით მოქმედებენ. მაშინ, როცა მათ გააქრეს საქართველოს საკითხი საერთაშორისო მაღალი დონის ასპარეზიდან, პრეზიდენტ ბაიდენს არცერთი სიტყვა არ უხსენებია საქართველოს შესახებ, იხსენებენ რაღაც რეზოლუციებს, რომელიც სინამდვილეში არის პირველი ჩვენთვის მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც მომავალში დეოკუპაციის საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება და, რა თქმა უნდა, ეს დეოკუპაცია არანაირად არ აკისრებს ომის დაწყების პასუხისმგებლობას საქართველოზე”. – თქვა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშივოლსკი ოპოზიციას: დოკუმენტს მოაწერეთ ხელი, სადაც წერია, რომ ომის დაწყება საქართველომ განაპირობა
შემდეგი სტატიამერკელმა უეფას ლონდონის საფინალო მატჩთან დაკავშირებით პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა