მერკელმა დაადასტურა, რომ მილანში მოკლული ბერლინის ტერაქტის მომწყობი იყო

დღეს დილით იტალიელი სამართალდამცველების მიერ მოკლული ტუნისელი, ნამდვილად ბერლინის ტერაქტის შემსრულებელი იყო – გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
“ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ზუსტად ანის ამრიმ მოკლა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე 12 ადამიანი და ბევრი დაჭრა” – განაცხადა მერკელმა.
დღეს დილით მილანის პოლიციამ საეჭვო პირს დოკუმენტები მოსთხოვა, მან კი საპასუხოდ ზურგჩანთიდან იარაღი ამოიღო და მათ ცეცხლი გაუხსნა. ერთი პოლიციელი მხარშია დაჭრილი. ტერორისტი კი პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს.

banner
წინა სტატიაში(Video) “როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა აფხაზეთი და ოსეთი ჩააბარა”-ბურჯანაძე
შემდეგი სტატიარუსეთმა ალეპოში სამხედრო პოლიცია შეიყვანა