(Video) “როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა აფხაზეთი და ოსეთი ჩააბარა”-ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, აფხაზეთი და ოსეთი ჩააბარა. განცხადება ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. ბურჯანაძე არსებულ ვითარებაზე და “ქართული ოცნების” მმართველობაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, თითქმის შეწყდა საუბარი ოკუპირებულ რეგიონებზე.

მისივე თქმით, არც ერთი ნაბიჯი დეოკუპაციისკენ ხელისუფლებას ბოლო 4 წლის განმავლობაში არ გადაუდგამს.

https://www.youtube.com/watch?v=_8G8-sgKK7o

banner
წინა სტატიაშიტრამპმა პუტინისგან წერილი მიიღო
შემდეგი სტატიამერკელმა დაადასტურა, რომ მილანში მოკლული ბერლინის ტერაქტის მომწყობი იყო