მერკელმა და რუჰანიმ ირანის ატომური შეთანხმება განიხილეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ სატელეფონო დიალოგში ირანის ატომურ შეთანხმებაზე ისაუბრეს – გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. “გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ გერმანია, ასევე, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო ირანთან ატომური შეთანხმებიდან არ გავლენ მანამდე, სანამ ირანი საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს” – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, მერკელმა არ მოიწონა ირანის შეტევა ისრაელის სამხედრო პოზიციებზე და მას მოუწოდა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში კონფლიქტის დეესკალაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთში არჩევნებში ჩარევისთვის დასჯიან
შემდეგი სტატიადიდუბეში სპეცოპერაციის შედეგად ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი დააკავეს