რუსეთში არჩევნებში ჩარევისთვის დასჯიან

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 11, 2018 00:55

რუსეთში არჩევნებში ჩარევისთვის დასჯიან

რუსეთში, შესაძლებელია, აკრძალონ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებში ჩარევაში იქნებიან ეჭვმიტანილი. კანონპროექტი დუმაში დღეს შეიტანეს ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებმა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას მალე მიიღებენ. თუ რა ტიპის ორგანიზაციები იქნებიან არასასურველი, ამას სახელმწიფო პროკურატურა დაადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. “არასასურველებში” შესაძლებელია მოხვდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაეხმარებიან ან ხელს შეუშლიან არჩევნების კანდიდატებს, ასევე ისინი, ვინც დაინტერესებულია გარკვეული შედეგის დადგომით. კანონპროექტით გამონაკლისი მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლებზეა დაშვებული.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 11, 2018 00:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics