მერკელის თვითმფრინავის გაფუჭებაში დანაშაულებრივი კვალი არ იკვეთება

არ არსებობს იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ თვითმფრინავის ინციიდენტის უკან, რომლითაც გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი “დიდი სვიდეულის” შეხვედრაზე ბუენოს-აირესში უნდა გაფრენილიყო, ვინმეს დანაშაულებრივი ჩანაფიქრი დგას – გერმანიის სამხედრო-საჰაერო ზალების წარმომადგენელმა ბერლინში 30 ნოემბერს განაცხადა. მისი ტქმით, მომხდარის ამდაგვარად აღქმისთვის, “არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება და ზოგადად, არანაირი საფუძველი” – “დოიჩე ველე” წერს.

მანამდე გავრცელდა, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არგენტინაში G20 სამიტის გახსნას არ დაესწრება. ტექნიკური გაუმართაობის გამო მისი თვითმფრინავი იძულებული გახდა ბერლინიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში დაშვებულიყო. მერკელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Airbus A340, რომელშიც გერმანული დელეგაცია იმყოფებოდა, კიოლნში უპრობლემოდ დაეშვა. თვითმფრინავი ნიდერლანდების ტერიტორიიდან მობრუნდა. კანცლერი და მისი დელეგაცია დღეს მადრიდიდან აპირებენ გაფრენას, სადაც ბუენოს-აირესის სამგზავრო რეისზე გადაჯდებიან.

G20-ს რიგით მეცხრე სამიტი არგენტინაში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გერმანიის დელეგაციაში არიან კანცლერი ანგელა მერკელი და ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პრემიერს საუდის მემკვიდრე პრინცთან ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის განხილვა სურს
შემდეგი სტატიაზუგდიდში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა