ზუგდიდში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის სოფელ ჭითაწყარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშიმერკელის თვითმფრინავის გაფუჭებაში დანაშაულებრივი კვალი არ იკვეთება
შემდეგი სტატიაგიორგი კალანდია – სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საქართველოს თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი დაუბრუნდა